ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
Georgian (Georgia)Russian Russian)English (United Kingdom)
  • 1
  • 2
  • 3

ვალუტის კურსი

1USD2.6727 GEL
1EUR3.0268 GEL
100RUB3.9885 GEL
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები

მოგვძებნეთ Facebook-ზე

მინაპლასტიკური არმატურა

მინაპლასტიკური არმატურა - უნიკალური და ინოვაციური სამშენებლო მასალაა. მის დასამზადებლად გამოიყენება მინაბოჭკო და სხვადასხვა სახის პოლიმერები.
იგი შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან: შიდა ნაწილი წარმოადგენს ბოჭკოთა ერთობლიობას რომლებიც ერთმანეთთან კავშირშია პოლიმერული დღვილის მეშვეობით, და გარე ნაწილი, ეს არის ბოჭკოს მასივი რომელიც სპირალურად დახვეულია შიდა ნაწილზე.

როგორც წესი მინაპლასტიკური (კომპოზიტური) არმატურის დაზამზადებლად გამოიყენება შემდეგი კომპონენტები: მინის ბოჭკო, ბაზალტის ბოჭკო, ნახშირის ბოჭკო. თვითოეული მათთაგანი გამოიყენება როგორც დამოუკიდებლად, ასევე წარმატებით შესაძლებელია მათი კომბინირება გარკვეული პროპორციებით. დღევანდელი დღისთვის ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს მინის ბოჭკოს საფუძველზე დამზადებული კონსტრუქციები. ნახშირის და ბაზალტოპლასტიკური არმატურა გარკვეულწილად უპირატესობასაც ფლობს, მაგრამ იმავდროულად მნიშვნელოვნად ძვირია მინაპლასტიკურ არმატურასთან შედარებით. და სწორად ეს ეკონომიური ფაქტორი არის მიზეზი მინაპლასტიკური არმატურის პოპულარობის როგორც ევროპაში, ასევე ამერიკასა და კანადაში და ასევე რუსეთშიც.

მინაპლასტიკური არმატურის კვეთი შესაძლოა იყოს 4-32 მმ-მდე. მინაპლასტიკური არმატურის უპირატესობებიდან მნიშვნელოვანია გამოვყოთ შემდეგი თვისებები: ბევრად მაღალი სიმტკიცე ღუნვასა ჭიმვაზე, კოროზიის მიმართ მედეგობა, მაღალი მედეგობა ტუტეებისა და მარილების მიმართ. მინაპლასტიკური არმატურის გამოყენება შესაძლებელია ფართო ტემპერატურულ დიაპაზონში (-70 დან +100 გრადუსამდე). იგი ინარჩუნებს თვისებებს და მისი ექსპლუატაციის ვადა 100 წელიწადზე მეტია.

დღევანდილი დღისთვის, მინაპლასტიკური არმატურა აქტიურად გამოიყენება მშენებლობაში როგორც გამამაგრებელი კომპონენტი როგორც მძიმე ასევე მსუბუქი ბეტoნების სემთხვევაში.
მინაპლასტიკური არმატურა წარმატებით გამოიყენება განსხვავებული მიზნებისთვის: მშენებლობაში და საგზაო სამუშაოებში, მათ შორის სარემონტო სარეკონსტრუკციო ღონისძიებებში, ასევე ნაპირსამაგრ სამუშაოებში, ხიდებში, დამბებში და ა.შ.

ჩვენს მიერ წარმოებული მინაპლასტიკურ არმატურას გააჩნია მძლავრი ორმაგი პერიოდული პროფილი (рифление) რაც გამოარჩევს ჩვენს არმატურას სხვა მწარმოებლების პროდუქტისგან, და იმავდროულდ უზრუნველჰყოფს მის საუკეთესო შეჭიდებას ბეტონთან.

ჩვენთან თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ მინაპლასტიკური კომპოზიტური არმატურა რომელიც ერთმნიშვნელოვნად შესანიშნავია ფუნდამენტისთვის, კედლებისა და იატაკისთვის, ფილისთვის, ნაპირსამაგრი ბეტონის კონსტრუქციებისთვის, ეზოების არმირებისთვის და ა.შ.. ჩვენს მიერ წარმოებული მინაპლასტიკური არმატურა გამოსადეგია ნებისმიერი პირობებისთვის, რასაც საფუძვლად უდევს წარმოება რომელიც ყველა აუცილებელ სტანდარტს აკმაყოფილებს. ამ ყოველივეს ადასტურებს შესაბამისობის სერტიფიკატი, კვლევის დასკვნები და ISO-9001 სერტიფიკატი.

 

 
© Copyright www.armatura.ge