მინა-ბოჭკოვანი არმატურა, ახალი სიტყვა ქართულ სამშენებლო ბაზარზე
EXPO-GEORGIA-ში მშენებლობისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენა მოეწყო, რომელიც CAUCASUS BUILD-ის სახელითაა ცნობილი. გამოფენზე გამოტანილი იყო უამრავი საინტერესო სამშენებლო კომპანიის პროდუქტი , თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა კომპანია ინტრეკ ჯორჯიას სტენდი, სადაც ღირსეულად იყო წარმოდგენილი მინა-პლასტუკური არმატურა,რომლსაც ქართულ ბაზარზე გაჟღერებული ახალი სიტყვაც შეგვიძლია ვუწოდოთ.დამსწრე საზოგადოება განსაკუთრებულ დაინტერსებას იჩენდა ახალი პროდუქტისადმი და არ წყდებოდა რიგი დამთვალიერებლისა.
მინაპლასტიკური არმატურა - უნიკალური და ინოვაციური სამშენებლო მასალაა. მის დასამზადებლად გამოიყენება მინაბოჭკო და სხვადასხვა სახის პოლიმერები. იგი შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან: შიდა ნაწილი წარმოადგენს ბოჭკოთა ერთობლიობას რომლებიც ერთმანეთთან კავშირშია პოლიმერული დღვილის მეშვეობით, და გარე ნაწილი, ეს არის ბოჭკოს მასივი რომელიც სპირალურად დახვეულია შიდა ნაწილზე.
არჩევანის გაკეთებისას, მეტალის არმატურასა და მინაპლასტიკურ არმატურას შორის, ხშირად არასწორად ანგარიშობენ დანაზოგის ოდენობას. მეტწილად შემოიფარგლებიან ხოლმე მხოლოდ გრძივი მეტრის ფასის შედარებით. ასეთი გაანგარიშება რა თქმა უნდა არასწორია. ტრანსპორტირება? დატვირთვა/გადმოტვირთვა? და ა.შ.?